ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს ყველაზე ხშირად მონახულებული ქალაქი სტამბოლია - Euromonitor

2023 წელს ყველაზე მონახულებული ქალაქი სტამბოლია, სადაც გასულ წელს 20 200 000 ადამიანი ჩავიდა. ათეულში მეორე თურქული ქალაქი - ანტალიაც მოხვდა. რეიტინგს Euromonitor-ზე დაყრდნობით, RankingRoyals აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ სტამბოლს 26%-იანი ზრდა აქვს 2020 წელთან შედარებით. მეორე ადგილზე ლონდონია (17%-იანი ზრდით), ხოლო დუბაი მესამეა (18%-იანი ზრდით).
გასულ წელთან შედარებით ჰონგ კონგმა (2,495%) და ბანგკოკმა (142%) საერთაშორისო ვიზიტების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ, რადგან ისინი ერთ-ერთი ბოლო ქვეყნები იყვნენ, რომლებიც COVID-19 პანდემიის შემდეგ გაიხსნა.
2023 წელს ყველაზე მონახულებული ქალაქების ათეული ასეთია:
· სტამბოლი - 20 200 000 საერთაშორისო ვიზიტი;
· ლონდონი - 18 800 000;
· დუბაი - 16 800 000;
· ანტალია - 16 500 000;
· პარიზი - 15 500 000;
· ჰონგ კონგი - 14 700 000;
· ბანგკონგი - 12 200 000;
· ნიუ იორკი - 11 700 000;
· კანკუნი - 10 800 000;
· მექა - 10 800 00.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.