2023 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რაოდენობა გაიზარდა - რომელი რეგიონის მუზეუმებს სტუმრობდა ყველაზე მეტი ვიზიტორი
2023 წელს საქართველოში 257 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 101 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 73 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურული, ხოლო 45 - სხვა სახის მუზეუმს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა ქ. თბილისში (23.0%). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.6%) და კახეთის (14.4%) რეგიონებია.
2023 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 22.9 პროცენტით გაიზარდა და 2.1 მლნ. კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 8.1 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
2023 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 18.7 პროცენტით გაიზარდა და 46.4 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 7.3 პროცენტით გაიზარდა და 916 ერთეული იყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.