2023 წელს საქართველოში ალკოჰოლურ სასმელებზე 26 750 სერტიფიკატი გაიცა
ღვინის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 7 სახელმწიფო და 408 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმებული 59 კომპანიის 286 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 20 კომპანიის 49 ნიმუშში.
ამავე ცნობით, საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 66 კომპანიაში და აღებული 1 332 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 23 კომპანიის 51 ნიმუშში.
სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „ბიურო ვერიტას ჯორჯიას“ და შპს „სჯს ჯორჯიას“ მიერ შემოწმებულ 74 კომპანიაში, აღებული იყო 601 ნიმუში, საიდანაც დარღვევა აღმოჩნდა 9 კომპანიის 27 ნიმუშში.
სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენისთვის შედგა 28 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, დაჯარიმდა 19 კომპანია, დადგენილების შესაბამისად ჯარიმის სახით თანხის ოდენობამ შეადგინა 37 000 ლარი.
2023 წელს გაცემულია 26 750 შესაბამისობის სერტიფიკატი, მათ შორის, ადგილობრივი ბაზრისთვის გაცემულია 7 874 სერტიფიკატი 11,5 მლნ. ლიტრ პროდუქციაზე.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 289 დეგუსტაცია ჩატარდა. სააგენტოში სულ შემოვიდა 13 091 ნიმუში, საიდანაც 507 ნიმუში უარყოფითად, დანარჩენი კი დადებითად შეფასდა.Enter
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.