ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს საქართველოს ფეროშენადნობების ექსპორტი 61%-ით დაეცა, პროდუქციის ფასი განახევრებულია

2023 წელს საქართველოს ფეროშენადნობების სექტორის ექსპორტი 280 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით დაეცა - ასეთი მკვეთრი შემცირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში არცერთხელ არ მომხდარა.
ფეროშენადნობები საქართველოს მძიმე მრეწველობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, რომელიც წარსულში ათასობით ადამიანს ასაქმებდა, თუმცა საფასო ვარდნის გამო 2023 წელს ის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 157 ათასი ტონა ფეროშენადნობები გავიდა, რომლის ღირებულებაც 180 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, ერთი ტონა საქონელი საშუალოდ 1,149 დოლარი ღირდა.
შედარებისთვის, 2022 წელს მთლიანი ექსპორტი 229 ათასი ტონა იყო, ხოლო საექსპორტო შემოსავალი ტონაზე 2,007 დოლარს შეადგენდა, შესაბამისად მთლიანი სექტორის შემოსავალი 460 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, ფეროშენადნობების სექტორს ტონაზე 1,000 დოლარის მიდამოებში მყოფი ფასების პირობებშიც წარსულშიც უმუშავია და მაგალითად 2015; 2016 და 2020 წლებში ერთი ტონის საექსპორტო ღირებულება 1000 დოლარზე დაბალი იყო, თუმცა 2023 წელს სექტორში სირთულე წინა წელთან შედარებით ფასის მკვეთრმა შემცირებამ განაპირობა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.