ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წელს საქართველოს წინააღმდეგ 156 განაცხადი მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ 2023 წელს საქართველოს წინააღმდეგ 156 ახალი განაცხადი მიიღო. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
2021 წელთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა 30%-ითაა გაზრდილი. ცნობისთვის, 2022 წელს 150, ხოლო 2021 წელს 120 განაცხადი იქნა შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ.
20 განაცხადიდან, რომლებზეც 2023 წელს სასამართლომ იმსჯელა, 17 გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამ გადაწყვეტილებების ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მინიმუმ ერთი დარღვევა გამოვლინდა 12 შემთხვევაში. გარდა ამისა, 2023 წელს დაუშვებლად ან გაუქმებულად გამოცხადდა 99 განაცხადი, რაც შესამჩნევი კლებაა 2022 წლის (508) მაჩვენებელთან შედარებით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.