ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა

2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ანგარიშს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, რაც 44%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთაგან უმრავლესობა - 72 ადამიანი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის პირველ სამ თვეში იქნა მოკლული. მათი უმრავლესობა პალესტინელია.
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წელს უკრაინაში მედიის თანამშრომლების დაღუპვის შემთხვევები შემცირდა: დაიღუპა ორი ადამიანი - უკრაინელი ბოგდან ბიტიკი და ფრანგი არმან სოლდენი. ცნობისთვის, 2022 წელს უკრაინაში 13 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.