ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს ჩიპების გლობალური გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა

ჩიპების გლობალური გაყიდვები 2023 წლის ბოლოს შემცირდა 8,2%-ით და $526,8 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ უსაფრთხოების ინდუსტრიის ასოციაცია (SIA) იტყობინება.
ამასთან, 2022 წელს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი $574,1 მლრდ დაფიქსირდა.
დეკემბერში ჩიპების გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1,4%-ით - $48,66 მლრდ-მდე გაიზარდა, ამასთან, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11,6%-ით არის მომატებული.
მეოთხე კვარტალში მსოფლიოში $146 მლრდ-ის ჩიპები გაიყიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდზე 11,6%-ით მეტია. 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ზრდამ 8.4% შეადგინა.
2023 წელს გაყიდვების ზრდა მხოლოდ ევროპაში დაფიქსირდა - 4%-ით. გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შემცირდა 5,2%-ით, ჩინეთში 14%-ით, იაპონიაში 3,1%-ით, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში 10,1%-ით.
დეკემბერში ჩიპების გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გაიზარდა 12,5%-ით წელიწადში, ევროპაში - 2,1%-ით, ჩინეთში - 19,4%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 11,3%-ით. ამასთან, იაპონიაში ეს მაჩვენებელი 4,6%-ით შემცირდა.
SIA-ში გაერთიანებულია აშშ-ის ჩიპების ინდუსტრიის დაახლოებით 99% და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებელთა დაახლოებით 66%.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.