2022 წელს თურქეთში ჯანდაცვის ხარჯები 71,5%-ით გაიზარდა
თურქეთში ჯანდაცვის ხარჯები 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 71,5%-ით გაიზარდა და 606 მილიარდ 835 მილიონი თურქული ლირა შეადგინა. ამ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TÜİK) ავრცელებს.
გასული წლის ბოლოს ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯები გაიზარდა 65,4%-ით, 463 მილიარდ 516 მილიონ ლირამდე, ხოლო კერძო სექტორის ხარჯები - 94,4%-ით და 143 მილიარდ 319 მილიონ ლირა შეადგინა.
ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში სახელმწიფო სექტორის დანახარჯების წილმა 76,4% შეადგინა, ხოლო კერძო სექტორის დანახარჯებმა - 23,6%.
ჯანდაცვის დანახარჯების თანაფარდობა მშპ-სთან 2021 წელს 4,9%, 2022 წელს კი 4% იყო. ამასთან, ჯანდაცვის სექტორში ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯები 2022 წელს 69,8%-ით გაიზარდა და 7141 ლირა შეადგინა, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 4206 ლირა იყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.