ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2022 წელს ევროკავშირში საჰაერო მიმოსვლა გაორმაგდება

ევროკავშირში საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა საერთო რაოდენობა გასულ წელს 820 მილიონი იყო, რაც ორჯერ მეტია (119%) 2021 წლის მაჩვენებელზე (374 მილიონი). ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახური (Eurostat). იუწყება.
ავია მგზავრობის რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ირლანდიაში – 3,6-ჯერ, ასევე სლოვაკეთსა და ფინეთში – სამჯერ. ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა კვიპროსში (+69%), ბულგარეთში (+74%) და საბერძნეთში (+80%).
ევროკავშირის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის წილმა მთლიანი 37% შეადგინა (2022 წელს – 38%), ამ ქვეყნებს გარეთ – 47% (39%). ხოლო შიდა ფრენებმა 16% (23%) შეადგინა.
2022 წელს ევროკავშირის ტოპ 5 აეროპორტი უცვლელი დარჩა და ყველამ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, აღნიშნავს Eurostat.
პარიზში ჩარლზ დე გოლის აეროპორტმა გადაიყვანა 57,5 მილიონი მგზავრი (+119%), ამსტერდამის სხიპოლმა – 52,5 მილიონი (+106%), მადრიდის ბარაჟამ – 49,8 მილიონი (+115%). მაინის ფრანკფურტის აეროპორტში (გერმანია) საჰაერო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა 97%-ით და 48,8 მილიონ მგზავრამდე, ხოლო ელ პრატში (ბარსელონა, ესპანეთი) 123%-ით, 41,2 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა.
ლისაბონის აეროპორტმა აჩვენა მგზავრთა მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ათეულს შორის – 184%-ით, 34,6 მილიონ ადამიანამდე. ათეულში ასევე მოხვდა მიუნხენის, რომის, პალმა დე მაიორკასა და პარიზის ორლის აეროპორტები.
avianews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.