ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი. ამით არის ყველაფერი ნათქვამი” – ღარიბაშვილი

,, 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი. ამით არის ყველაფერი ნათქვამი” – ღარიბაშვილი
2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი. ამით არის ყველაფერი ნათქვამი თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი. წელს ბიუჯეტი იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი. 300%-იანი ზრდა გვაქვს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტის. ამით არის ყველაფერი ნათქვამი თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ – ფასადურად არათუ ავითარებდა, ანგრევდა განათლების სისტემას“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.