არქივი15 სექტემბერი, 2024, 16:06
2008 წლის ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე: ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის...

"ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის...
ალბათ არ ღირდა... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე... გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო...
ბ ო დ ი შ ი შ ე ნ !!!!" – წერს 2008 წლის ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის ცოლი, თეა ტაბატაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.