ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2008 წლის ომის გმირის დავით ელიზბარაშვილის შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი: არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას ნამდვილად არ ვიმსახურებდით..

2008 წლის ომის გმირის დავით ელიზბარაშვილის შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი: არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას ნამდვილად არ ვიმსახურებდით..

"ბოდიში ჩვენს გმირებს, არ ვიმსახურებდით თქვენს თავგანწირვას ნამდვილად არ ვიმსახურებდით..."  - წერს სოციალურ ქსელში, 2008 წლის ომის გმირის და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის მფლობელის პოლკოვნიკი, დავით ელიზბარაშვილის შვილი, ვალერი ელიზბარაშვილი და ბიძინა ივანიშვილის, გორში, გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.