20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი

20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი
20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოხარული ვარ, რომ პროგრამის მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში სპორტი ვითარდება, მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და მთავრობამ ამას ხელი უნდა შეუწყოს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი. არის უამრავი მომართვა. იცით, რომ 20 წლით გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ, საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინვესტიციის ჩადება. 10 წლის განმავლობაში ისინი გათავისუფლებულები იქნებიან იჯარის გადასახადისგან და მომდევნო 10 წლის განმავლობაში გადაიხდიან საბაზრო ღირებულებების შესაბამისად იჯარის გადასახადს. ინტერესი არის ძალიან მაღალი და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზოგადად, სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე ვითარდება სპორტი საქართველოში, სულ უფრო მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ბავშვები და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს განსაკუთრებით ბავშვების სპორტში ჩართულობას. უნდა გაიზარდოს მომავალი თაობები სპორტში, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიმაღლეებზე აიყვანენ ქართული სპორტის მიღწევებს“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კიბერსწავლება დასრულდა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული