ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინი - არასდროს გვითქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა სურთ

ვლადიმერ პუტინი - არასდროს გვითქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა სურთ

რუსეთს არასდროს უთქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც მასთან კავშირების განვითარება სურთ, - ამის შესხებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურთ“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მეგობრებთან.
„ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, პირველ რიგში მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურს, ჩვენს მეგობრებთან“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.