20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც თანხის სანაცვლოდ ადამიანი მოკლა

20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც თანხის სანაცვლოდ ადამიანი მოკლა – თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მიმდინარე წლის 28 მარტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ბრალდებულმა ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა დაზარალებული.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით) და 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც

რასა იუკნევიჩიენე – არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში – იქნება ეს ,,ნამესტნიკი”, მეორე მდივანი თუ ,,პრეზიდენტი”, მოსკოვი თავის კაცს აგზავნის იმის სამართავად, რაც ოკუპირებული აქვს