კასპში ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ დღეს, 28 დეკემბერს მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ.
ეს საქმე არის ერთ-ერთი ქრთამის აღების იმ ოთხი სისხლის სამართლის საქმიდან, რომლის ფარგლებშიც გუშინ, 27 დეკემბერს 4 ადამიანი დააკავეს და კიდევ 11 პასუხისგებაში მისცეს.
კასპში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.
გამოძიების ცნობით, სააგენტოს თანამშრომელმა დაკავებულისგან 560 ლარის ქრთამი აიღო.
ამ ფულის სანაცვლოდ, სუსის ცნობით, მან „დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულები ითხოვდნენ, გათავისუფლებილიყვნენ 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, თუმცა მოსამართლემ მათ პატიმრობა შეუფარდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს