ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივა. ილია დარჩიაშვილის მოსმენა ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში.
დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.