ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ თუ ზავზე შეთანხმება მოხდა, ჰამასი საფრანგეთ-ისრაელის სამ მოქალაქესაც გაათავისუფლებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც კაიროში იმყოფება „ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის ძალისხმევის კოორდინირებისთვის", განაცხადა, რომ ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ჯერ კიდევ არის სამუშაო.
ეს სტეფან სეჟურნმა განაცხადა მას მერე, რაც ეგვიპტელმა მოხელეებმა ინფორმაცია მიაწოდეს კაიროში მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ.
Reuters-სს მოჰყავს სეჟურნის სიტყვები, რომ „ჩამოვედით ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის ძალისხმევის კოორდინირებისთვის. საფრანგეთის და მისი არაბი პარტნიორების გზავნილი რეგიონის მიმართ ისაა, რომ ისრაელმა შეწყვიტოს რაფაჰზე იერიში“. ეს ფრანგმა მინისტრმა განაცხადა ეგვიპტელ კოლეგა სამეჰ შუკრისთან შეხვედრის შემდეგ.
სეჟურნმა არ ისურვა ეთქვა, რამდენად ოპტიმისტურად უყურებს შეთანხმების მიღწევას, მაგრამ გამოაცხადა, რომ თუ ზავს მიაღწევენ, იმედი აქვს, რომ საფრანგეთ-ისრაელის სამ მოქალაქესაც შეიყვანენ გასათავისუფლებელი მძევლების სიაში.
აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილ ჰამასს, რომელიც ოფიციალურად მართავს ღაზის სექტორს, დატყვევებული ჰყავს ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გატაცებული მძევლები. თავიდან მათი რიცხვი 240 იყო. მოგვიანებით მოხდა ნაწილის განთავისუფლება. რამდენიმე ათეული მძევალი დაიღუპა.
ისრაელსა და ჰამასს შორის საერთაშორისო შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების მიზანია ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შეწყვეტა და სანაცვლოდ მძევლების გათავისუფლება. თითქმის შვიდთვიანი ომის განმავალობაში, ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 34 ათასს აჭარბებს.
ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ საპასუხო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასის და სხვა ძალების იერიშის შედეგად ისრაელის სამხრეთში, 1200-მდე ადამიანი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.