2 ივნისს, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა. მეურვეობის კანდიდატებზე განაცხადები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 8 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან უფლებამოსილების ვადა სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ეწურება. აბაშიძე და მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, მურღულია კი – უმრავლესობის.
სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ, საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის – 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი – 6 085 ლარი (დარიცხული).




