2 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ისტორიაში ეს უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერის პირველი ვიზიტია საქართველოში. უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.

„უმაღლესი დონის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერის გაკეთების ოფიციალური ცერემონია, სადაც უზბეკეთის პრეზიდენტი სამახსოვრო გზავნილს დატოვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უნდა შევწყვიტოთ მსხვერპლის როლში ყოფნა – საპასუხოდ უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს – „აბა დღეს ჩვენ დიქტატურას რა ვატკინეთ“ – მუდმივად უნდა მივაყენოთ მას საპასუხო ტკივილი, დიქტატურას ჩამოშლის ჩვენს მიერ მიყენებული „ათასი ჭრილობა“