ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა - ირაკლი კობახიძისა და შავკატ მირზიოევის პირისპირ შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა - ირაკლი კობახიძისა და შავკატ მირზიოევის პირისპირ შეხვედრა ხვალ გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ხაზი გაუსვა უზბეკეთიდან საქართველოში უმაღლეს დონეზე განხორციელებული პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.

„სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და დედაქალაქის ხედები დაათვალიერეს.

უზბეკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, თბილისის ანძა უზბეკეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.

შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.