არქივი2 დეკემბერი, 2024, 23:09
2 დეკემბრის საღამოს აქციის დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით 10-ის ნახევარზე დაიწყო

2 დეკემბერს პროევროპული აქციის დაშლა სპეცრაზმმა და პოლიციამ საღამოს 10-ის ნახევრიდან დაიწყეს.
დემონსტრანტების მიმართულებით არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტების დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს. სპეცრაზმელები იჭრებიან ხალხის მიმართულებით და მათ დაკავებას ცდილობენ. რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია.
გომელაურის უწყების თქმით, „აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“.
ასევე წაიკითხეთ:
ნაცემი მომიტინგე ამბობს, რომ სისხლის მოსაწმენდად სპეცრაზმელებმა ნახმარი წინდა მიაწოდეს
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.