არქივი1 დეკემბერი, 2024, 07:17
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
აქციის დაშლის ღონისძიების დაწყებამდე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს. მათ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც.
სპეცრაზმი გამოჩნდა ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც მომიტინგეებს ასევე ხელოვნური ბარიკადები აქვთ აღმართული.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.