18 წელი აგვისტოს ომიდან – გმირების სასაფლაოზე “ოცნების” წევრები დღეს არ მისულან (ვიდეო)

“ოცნების” გენერალურმა მდივანმა ეროვნული ტრაგედიის მასშტაბი დღეების დათვლით და დასავლეთის რეაქციით განსაზღვრა და დაასკვნა, რომ აგვისტოს ომს რეზონანსი აკლდა. 2008 წლის მოვლენებიდან 18 წლის თავზე კალაძე მედიასთან ჩნდება და რუსეთის ნაცვლად უმეტეს დროს ოპოზიციის და პარტნიორების კრიტიკას უთმობს.

ომის ხანგრძლივობის არცოდნასთან ერთად, კალაძე ვერ იხსენებს 18 წლის წინანდელი მოვლენების ქრონოლოგიას. ვერ გვეუბნება, როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტო და ამტკიცებს, რომ ამას თქმაც არ სჭირდება. ქრონოლოგია რომ გაიხსენოს, იმის თქმაც მოუწევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია რუსეთის რეგულარულმა არმიამ განახორციელა.

კალაძე დღეს ომში დაღუპული გმირების საფლავთან არ ასულა. მუხათგვერდში არც მისი რომელიმე თანაგუნდელი გამოჩენილა. ომის 18 წლის თავზე ჯარისკაცების ხსოვნას პატივი ოპოზიციურმა პარტიებმა მიაგეს. თქვეს, რომ ქვეყანა დღესაც რუსული აგრესიის სამიზნეა და ის საქართველოს დღეს ჰიბრიდული მეთოდებით ებრძვის.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა

პროკურორი – ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, ეგონა, დააკავებდნენ, რადგან დანაშაულის დღეს რიკაძე მისი სახლიდან წავიდა – რატომ არ განაცხადა პოლიციაში, პასუხი იყო, ბიჭებმა იჩხუბეს, რაც ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა და არ იცოდა, თუ გარდაცვალება მოყვებოდა