18 სექტემბერს “ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, “ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, შეზღუდვა სასტუმრო “ჰუალინგის” მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ დასახლებაში 18 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის ზღვის შემოვლით გზამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 17 სექტემბრის 23:00 საათიდან 18 სექტემბრის 14:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მარშალ იუზეფ პილსუდსკის გამზირზე, სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიმავალი ავტომობილები თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე მოხვედრას შეძლებენ ვიქტორ კუპრაძისა და იოთამ ზედგენიძის ქუჩების კვეთაზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან მარცხნივ მოხვევით და შემდგომ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმართულებით. თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან მოძრავი ავტომობილები სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედარას შეძლებენ თბილისის ზღვის შემოვლითი გზიდან „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული გზისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან