არქივი14 მაისი, 2024, 13:10
17:00 საათიდან პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედება
პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 სთ-დან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება.
წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ "საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა".
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოცხადეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - სალომე სამადაშვილმა, ტარიელ ნაკაიძემ და თამარ კორძაიამ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.