ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. ამ დროიდან, საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, "გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა"

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, უსაფრთხოების წითელი დონე "მის გაუქმებამდე" იმოქმედებს, რაც როდემდე გაგრძელდება - ჯერჯერობით, უცნობია.
რუსულმა რეჟიმმა 84-ხმიანი მხარდაჭერით რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტთან დემონსტრანტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ამასთან, ცოტა ხნის წინ უცნობმა პირებმა პარლამენტის წინ ჯებირის ნაწილი მოანგრიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.