17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში საბერძნეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ათენში ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს. 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს.
nakrebi.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.