ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

ეროვნული ლიგის ბინადარი "დილა" მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გადის, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდა.
ოდესური გუნდის გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, გუნდებს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რასაც ფეხბურთელების დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა, ფეხბურთელების დასაცავად გუნდები კი მატჩის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
შედეგად, მეორე ტაიმის ნაცვლად, ახლო მდებარე სხვადასხვა სტადიონზე კლუბებმა შეხვედრა ერთმანეთში ითამაშეს. "დილას" აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
შენიშვნა: მთავარ ფოტოზე გორის "დილას" გასული სეზონის შემადგენლობა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.