ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი

16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი

სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები. სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე 2025 წლის 16 ოქტომბრის 23:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 23:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
„შეზღუდვის პერიოდში, მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფოთი-სარფის მიმართულებით იმოძრავებს 59-ე კმ-ზე არსებული შეერთების გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის(გვირაბის შემოსავლელი) და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზას 72-ე კმ-ზე, ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება 23:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.