,,მოძრაობა შეიზღუდება” – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

17-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები. სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე 2025 წლის 16 ოქტომბრის 23:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 23:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
შეზღუდვის პერიოდში, მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფოთი-სარფის მიმართულებით იმოძრავებს 59-ე კმ-ზე არსებული შეერთების გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის(გვირაბის შემოსავლელი) და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზას 72-ე კმ-ზე, ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება 23:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”