16 მომხრე 19 წინააღმდეგი – რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველ განხილვისას ჩააგდო

16 მომხრე 19 წინააღმდეგი – გადაწყვეტილება, რომელიც სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, ხმათა ამ რაოდენობით გაფორმდა. რუსთავის საკრებულომ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველ განხილვაზე ჩააგდო.
რუსთავის მერი კონკრეტული შენიშვნების წარდგენას და კითხვების დასმას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებისგან იმ დრომდეც ითხოვდა, ვიდრე მათი ნაწილი განხილვაზე უარს იტყოდა და დარბაზს დატოვებდა.
“ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, ნინო ლაცაბიძემ ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე დარჩენილ თანაგუნდელებს და პარტია “საქართველოსთვის” წევრებს წარუდგინა. კამათი ამ ნაწილშიც გაგრძელდა, როდესაც კითხვებს ოპოზიციონერი დეპუტატები სვამდნენ.
5 საათიანი სხდომის ბოლოს პოზიციები არ შეცვლილა. ოპოზიცია პროექტში ცვლილებებს ითხოვს. მერი კი ამბობს რომ მეტად გაუმჯობესება შეუძლებელია, ბიუჯეტის მოცულობა კი რეკორდულად არის გაზრდილი.
არსებული პროექტის მიხედვით რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი 25 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი ხოლო მთლიანი მოცულობა – 112 მლნ 753 ათას ლარზე მეტია. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს თუმცა საკრებულოში არსებული პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით მომდევნო მოსმენებზეც დაძაბულ დისკუსიებს ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები