ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია, დარჩენილია ერთეული მისამართები - "თბილისი ენერჯი"

150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია, დარჩენილია ერთეული მისამართები - "თბილისი ენერჯი"

კომპანია "თბილისი ენერჯი" აცხადებს, რომ ბუნებრივი გაზის მაგისტრალზე, ავარიის შედეგად გათიშული უბნების - დიღომი, ვაშლიჯვარი, თხინვალა, ლისი, ვაკე, ბაგები, ნუცუბიძე და საბურთალოს 150 000 აბონენტისთვის გაზის მიწოდება აღდგენილია.
კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ ერთეულ მისამართებზე არსებული დგარების ჩართვა, სადაც "უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ან ტექნიკური ნორმების დაცვით" გაზი არ ჩაირთო.
თბილისის უბნების ნაწილს გაზი 9 თებერვალის შემდეგ არ მიეწოდებოდა. კომპანიის განცხადებით, 500-მილიმეტრიანი მილსადენი, რომელიც თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს ამარაგებს, დაზიანდა. მათივე ცნობით, მიზეზი, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ გამოწვეული დაზიანება იყო.
რადიო თავისუფლებამ ვერ გაარკვია კომპანიაში, ვინ იგულისხმებოდა „მესამე პირში“.
10 თებერვალს, დილით, კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მილსადენის დაზიანებული ნაწილი აღადგინეს და ქსელში გაზი გაუშვეს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.