„თბილისი ენერჯი“ – 500 მმ-იანი მილი აღდგენილია – გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე

დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა – 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო, რისთვისაც „თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.
„შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000 – მდე აბონენტს შეუწყდა.
ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ – შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.
„თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”