არქივი27 დეკემბერი, 2023, 09:39
15 წლის მოზარდმა იმშობიარა, დაწყებულია გამოძიება
ხაშურში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა, იტყობინება ადგილობრივი გამოცემა „მოზაიკა“.
გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ის ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
შსს-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით – სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.