არქივი26 დეკემბერი, 2023, 19:58
ხაშურის საავადმყოფოში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა
ხაშურის საავადმყოფოში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. როგორც მათ წყარო უყვება, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.
"გოგონამ ბავშვი გუშინ, ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილიში გადაიყვანეს", - უთხრეს გამოცემას.
გამოცემის ინფორმაციით, გოგო არაოფიციალურად იყო დაოჯახებული. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდანაა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.