ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

15 იანვარი, 15:00-დან 18:00 საათამდე "იფიცება საქართველო" - ვინ უერთდება გაფიცვას?

15 იანვარი, 15:00-დან 18:00 საათამდე "იფიცება საქართველო" - ვინ უერთდება გაფიცვას?

15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.
გაფიცვას არ შეერთებიან, თუმცა გუშინ, განცხადება გაავრცელა ორმა ყველაზე დიდმა ბანკმა - საქართველოს ბანკმა და თიბისიმ. ფინანსური ინსტიტუტები წერენ, რომ ყოველთვის იცავდნენ და დაიცავენ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მათ თანამშრომლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.