“ვიფიცებით” – წალენჯიხის მერია საყოველთაო გაფიცვას უერთდება – “დღეს ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია”

საყოველთაო გაფიცვას უერთდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია. 15 საათიდან მერია მუშაობას შეწყვეტს. დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას – „იფიცება საქართველო!“ იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება საყოველთაო გაფიცვას და 15 საათიდან ვწყვეტთ მუშაობას. როდესაც არბევენ მოსახლეობას, ცემენ, წამლავენ გაზით, უმტვრევენ ძვლებს და ასახიჩრებენ, ეს არის სოლიდარობა დაკავებულების, დაზარალებულების და ევროპული მომავლის მიმართ. დღეს ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია, სასამართლო უფუნქციოა, რაღა დაგვრჩენია ქართველს ხალხს, გარდა იმისა, რომ გამოვიდეთ, გავიფიცოთ, გავაპროტესტოთ. ეს არის, მათ შორის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რითიც, სხვებსაც მოვუწოდებთ მშვიდობიანი პოლიტიკური აქტისკენ, გაფიცვისკენ. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. თავისუფლება პოლიტიკური პატიმრებს და აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…