ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

15 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მორიგი აქცია დაანონსდა

ორშაბათს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.
როგორც აქციაზე შეკრებილებს განუცხადეს, დღეს იყო მარში და ამით ბრძოლა არ დამთავრებულა.
„ეს არის რამდენიმე ეტაპიანი ბრძოლა. კიდევ იქნება ბევრი ეტაპი და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს შეკრება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ამისთვის ვიგეგმებით. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!
ორშაბათს ვიკრიბებით ისევ აქ, პარლამენტთან. ორშაბათს არის პირველი საკომიტეტო მოსმენა”,- განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
აქცია პარლამენტის წინ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა, თუმცა ადგილზე მოქალაქეები კვლავ რჩებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.