პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, პარლამენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქცია გაიმართება.
აქცია – „არა რუსულ კანონს“ პარლამენტის შენობასთან 10:00 საათზე არის დაანონსებული, ასევე, აქცია არის ჩანიშნული პარლამენტის წინ 19:00 საათზე.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. „რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! “რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს. ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს