ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი დღეს განახლდება. ორივე მათგანს გამოძიება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, სხდომაზე დღეს მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვის ოჯახის წევრები, მათ შორის, მისი და გამოიკითხებიან. გუშინ სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმეებმა, მათ შორის აითაჯის კლასელებმა მისცეს.
ადვოკატის მტკიცებით, მოწმეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოზარდს ნიშნობის ჩაშლა სურდა და დედის ეშინოდა. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს პროკურატურა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.