“დღესვე შეგვიძლია ვიშუამდგომლოთ გირაოს საფუძველზე გათავისუფლებაზე” – მოკლული აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის სასამართლოს პროცესი გრძელდება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია არასრულწლოვანის დედასა და ბიძაზე, რომელთაც ბრალდება ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
პროცესზე დაგეგმილია მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოკლული გოგონას დედა უდანაშაულოა და წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების მოთხოვნას აპირებს.
“რაც კი სხდომები ჩატარდა და მოწმეები დაიკითხა, ყველა აითაჯის დედის უდანაშაულობაზე მეტყველებს. გაგრძელდება მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების დაკითხვა. შესაძლებელია, მოწმეების დაკითხვის შემდეგ, გარკვეული მოწმეები უდავოდ გავხადოთ, მათ შორის – უმნიშვნელო მოწმეები. დღესვე შეგვიძლია ვიშუამდგომლოთ გირაოს საფუძველზე გათავისუფლებაზე”, – აცხადებს ადვოკატი ალი ბადიროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი