ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტაშით და შეძახილებით დახვდნენ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.