სამოქალაქო აქტივისტს, თორნიკე თოშხუას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტი, თორნიკე თოშხუა თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მას მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა თბილისის საკრებულოსთან 30 ივლისს მეორედ დააკავეს და მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე თოშხუას აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა ხელში.

მანამდე თოშხუა იმავე მიზეზით 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ფოტო: გიორგი მოსიაშვილი.