133 მლნ ლარი შვიდ თვეში - რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან
2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან და ასევე აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვიდან ჯამში 133 146 984 ლარი შევიდა.
ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 30%-ით, ანუ 31 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება:
· სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა - 54 880 009 ლარი;
· სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 78 266 975 ლარი;
· სათამაშო აპარატებიდან - 34 007 319 ლარი;
· წამახალისებელი გათამაშებიდან - 3 387 490 ლარი;
· სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებიდან - 8 324 933 ლარი;
· სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 32 547 223 ლარი;
· კლუბის მაგიდიდან - 1 369 180 ლარი;
· სამორინეს მაგიდიდან - 31 087 332 ლარი;
· აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 80 009 ლარი;
· სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 10 702 ლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.