ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა თანხა შევიდა იანვარ-ივლისში ბიუჯეტში ბენზინის და დიზელის აქციზიდან?

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 372 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 46 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით არის გაზრდილი.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებული თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრის სააქციზო განაკვეთით იბეგრება, შესაბამისად, თუკი 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი ამჟამად 3.15 ლარი ღირს, მასში აქციზზე 38 თეთრი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) 57 თეთრი მოდის, შესაბამისად ამ ორი გადასახადის წილი საბოლოო ფასში 95 თეთრს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები საწვავის სახეობების მიხედვით ასე ნაწილდება:
ბენზინი - 192 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 12%;
დიზელი - 154 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 16%;
სხვა ნავთობპროდუქტები - 25 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 14%.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 7 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 770 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.