ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა – დაკავებულია 28 წლის პირი

13 წლის მოზარდთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა – დაკავებულია 28 წლის პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ნ.ჩ დააკავეს. ინფრომაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რაც პარალელურ რეჟიმში მისსავე სოციალურ ქსელში აიტვირთა და გავრცელდა.
ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ჩ ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.