სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ საბოლოო შედეგები [ფოტო]
![სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ საბოლოო შედეგები [ფოტო]](/wp-content/uploads/2025/09/burti_w_h-GZqjAB.jpg)
ცნობილმა ჟურნალისტმა, პაბლო ჟირალტმა X-ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის შედეგები. პრიზის მფლობელი გახდება „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი. მეორე ადგილი დაიკავა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, უსმან დემბელემ.
„ოქროს ბურთის“ გადაცემის რიგით 69-ე ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. მეოთხედ ისტორიაში პრიზი გადაეცემა სეზონის (2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 13 ივლისის პერიოდი) და არა კალენდარული წლის შედეგების მიხედვით. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP-100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.