პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 სექტემბერს ქარელში სოფო ბედია იმღერებს - ბიუჯეტიდან გადაუხდიან 5 102 ლარს

13 სექტემბერს ქარელში სოფო ბედია იმღერებს - ბიუჯეტიდან გადაუხდიან 5 102 ლარს
ქარელის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ქარელის მერს მიმართავს თხოვნით, რომ მომღერალ სოფო ბედიასთვის ბიუჯეტიდან გამოიყოს 5 102 ლარი და 4 თეთრი.
✔ „ბატონო ზაზა, გთხოვთ, მომღერალ სოფიო ბედიას დასაფინანსებელი თანხა 5 102,04 ლარი (ხუთი ათას ას ორი ლარი და 4 თეთრი) გამოგვიყოთ ახალგაზრდული პროგრამის მე-5 მუხლიდან,“ – წერია თურქაძის მიმართვაში, რომელიც ქარელის მერს, ზაზა გულიაშვილს ეძღვნება.
📌 შემჭიდროვებული ვადის გამო, ქარელის მერს ნებართვა შესყიდვების სააგენტოსგან სჭირდება. ამიტომ, 2025 წლის 4 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებამ შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, რათა გადაუდებელი აუცილებლობის გამო მერს მიეცეს ნებართვა თანხის გამოყოფაზე. სააგენტო 9 სექტემბერს იმსჯელებს.
📌 როგორც ირკვევა, 13 სექტემბერს ქარელში იმართება „ქარელის დღე“.
წყარო
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.