ისრაელის საჰაერო ავიაიერიშების შედეგად, ცენტრალურ ღაზაში 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელმა ღაზის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია გააფართოვა. ისრაელის საჰაერო ავიაიერიშების შედეგად, ცენტრალურ ღაზაში, ბოლო 24 საათში, 35 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას ღაზაში მოქმედი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზის ცენტრალურ ნაწილში მყოფ 150 ათას ადამიანს, რომელიც ისრაელმა ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა, წასასვლელი არსად აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკიდურესად შეშფოთებულია ღაზაში ინფექციური დაავადებების გავრცელებით. ჯანმო-ს ცნობით, 420 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და მენინგიტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!